მიკი სულეიმანი - არშემდგარი ჩაქუჩი

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი მარტინ იოლი იმედოვნებს, რომ სერბი მირალემ სულეიმანი კარიერას ისევ მის გუნდში გააგრძელებს.

21 წლის ბალკანელს ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდთან კონტრაქტი 3 წლის შემდეგ ეწურება, მაგრამ აგვისტოს დასაწყისში სულეიმანიმ შეთანხმებას ლონდონის "ვესტ ჰემთან" მიაღწია და ამსტერდამიდან ასაბარგებლად ემზადებოდა. თუმცა...

ბრიტანეთის კანონმდებლობამ სერბს სამეფოში შრომის ნება არ დართო - აქაოდა, სერბეთის ნაკრებში 6 მატჩი არაა საკმარისი პრემიერლიგაში სათამაშოდო. მოკლედ, ამ ეტაპზე სულეიმანისგან "ჩაქუჩი" არ გამოვიდა, მარტინ იოლმა კი თავისი გუნდის ფორვარდის დამშვიდება ასეთი სიტყვებით სცადა:

"ყოველთვის ვამბობდი, რომ როცა
სულეიმანი მოტივირებულია და კარგ ფორმაში იმყოფება, ის უნიკალური ფეხბურთელია. მას უდიდესი ნიჭი აქვს და თუ "აიაქსში" დაბრუნდება, ისევ ერთ-ერთი ჩვენთაგანი გახდება და კუთვნილ შანსსაც აუცილებლად მიიღებს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული