ციგლერი "ფენერბაჰჩეში"

AutoSharing Option
"იუვენტუსმა" რეტო ციგლერი ახლახან გადაიბირა და ყველასათვის მოუდლონელად, ისევ გაუშვა. ივნისში გენუის "სამპდორიადან" ნაყიდი მარცხენა მცველი ტურინელებმა ერთი წლით თურქულ "ფენერბაჰჩეში" გაანათხოვრეს.

ამ, ერთი შეხედვით სასაცილო ამბავის მიზეზი ის არის, რომ როცა ციგლერის "იუვეში" გადასვლა გადაწყდა, ტურინული კლუბის მთავარი მწვრთნელი მაშინ ლუიჯი დელნერი იყო.

როგორც იცით, ეს უკანასკნელი ადრე "სამპდორიას" წვრთნიდა და ციგლერის დიდად ეიმედებოდა. თუმცა "ბებერი ქალბატონის" შეფებმა დელნერი მალე დაიფრინეს, ახლა კი გუნდის თავკაცი ანტონიო კონტეა, რომელიც "იუვენტუსში" ციგლერის ადგილს ვერ ხედავს. ამრიგად, ისე, რომ "იუვეს" მაისურით მოედანზე
ოფიციალურ მატჩში ერთი წუთიც არ გაუტარებია, რეტო ციგლერი ტურინიდან მიდის.

"ფენერბაჰჩეში" 22 წლის მარცხენა მცველმა გამოცდილება უნდა შეიძინოს. ჯერჯერობით უცნობია, უტოვებს თუ არა "იუვენტუსი" ფენერს ციგლერის უპირატესი შესყიდვის უფლებას. "ფენერის" ბოსები ადასტურებენ, რომ "იუვენტუსს" რეტოს არენდისთვის 600 000 ევრო გადაუხადეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული