ყატარელმა ბიზნესმენმა თავის ოფიციალურ საიტზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ უყენებს ბრალდებებს ფიფას მოქმედ პრეზიდენტ ზეპ ბლატერსა და გენერალურ მდივან ჟერომ ვალკეს:
"ევროპელი ფუნქციონერი რომ ვყოფილიყავი ბლატერი და ვალკე თითსაც ვერ დამაკარებდნენ. პირიქით, სწორედ ისინი რომ არ ყოფილიყვნენ ევროპელები, არ ექნებოდათ საშუალება, ფიფას ეთიკის კომისიაში ემუშავათ და ყველა არასასურველი პერსონის წინააღმდეგ ის ეკეთებინათ, რასაც მოისურვებდნენ.
მსოფლიოში არავის არ სჯერა, რომ ბლატერი და ვალკე კორუფციის წინააღმდეგ რამეს იღონებენ. თუკი მათ მართლა სურთ ამ მოვლენასთან ბრძოლა, საქმე საკუთარი თავებიდან უნდა დაიწყონ, რადგან მათ წინააღმდეგ წლების განმავლობაში ისმოდა ბრალდებები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"