ალი ქარიმის პროტესტი ძვირად დაუჯდა

AutoSharing Option
ირანულმა კლუბმა "სტილ აზინმა" თავის მთავარ ვარსკვლავს კონტრაქტი გაუწყვიტა. საუბარია აზიის 2004 წლის საუკეთესო ფეხბურთელის, ალი ქარიმის შესახებ.

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილ ნახევარმცველს თურმე საშარო რამ ჩაუდენია. მოგეხსენებათ, მუსლიმურ სამყაროში რამადანის წმინდა თვეში მართლმორწმუნე მაჰმადიანთათვის მარხვის შენახვა აუცილებელი და სავალდებულოა, მაგრამ ალი ქარიმიმ არათუ რეჟიმის დაცვაზე, არამედ მარხვაზეც უარი თქვა.

სამსახურის დაკარგვა ერთია და ირანის ფუნდამენტალისტურ წყობაში მსგავსი საქციელის ჩადენა მაინცდამაინც უსაფრთხო საქციელი არ უნდა იყოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული