კვირის ფრაზები და მოვლენები

AutoSharing Option
ფულის მონა ნასრი
სამირ ნასრიმ „არსენალი“ როგორც კი დატოვა და „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, იმთავითვე განაცხადა, რომ ეს ფულის გამო არ გაუკეთებია, მაგრამ... „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავკაც ჰარი რედნაპს არ სჯერა მისი.

შეგახსენებთ, რომ ნასრი 24 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა „სიტიში“ და 175 000 ფუნტს იღებს ისტლენდელებში ხელფასის სახით. „დეზების“ მენეჯერი „სანს“ უამბობს: „არ მჯერა, რომ ნასრიმ ეს ფულის გამო არ გააკეთა - იგი ახლა ფულის მონა გამოდის! როგორც მე ვიცი, მისით „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო დაინტერესებული, მაგრამ ფულის გამო ისტლენდელებს მიაშურა“.

ბარსას
დატოვება რთული იყო
„ბარსელონადან“ „ჩელსიში“ სულ ახლახანს გადასული ორიოლ რომეუ იმაზე საუბრობს, თუ როგორი რთული იყო კატალონიური გუნდის დატოვება. რომეუმ ერთ-ერთ ესპანურ რადიოს განუცხადა: „ბარსელონას“ დატოვება ძალიან რთული იყო, თუმცა ახლა თავის გამოჩენის ახალი საშუალება მომეცა. როდესაც ლონდონელებისგან მივიღე წინადადება, ვფიქრობდი, შემდეგ კი პეპ გვარდიოლასთანაც მქონდა საუბარი და საბოლოოდ, ტრანსფერი ადვილად შედგა. ანდრე ვილაშ-ბოაშს ესიენის შემცვლელი უნდა და ასეთად იმედია, სწორედ მე მიმიჩნევს“.

ბაიერნის დრო წავიდაო...
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა იმაზე ისაუბრა, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ დრო, როდესაც დორტმუნდის „ბორუსიადან“ ფეხბურთელს ადვილად გადაიბირებდა, წარსულს ჩაბარდა და ასევე ისიც აღნიშნა, რომ დორტმუნდელთა ვარსკვლავი მარიო გიოტცე მომავალში რომელიმე ევროპული გრანდის ღირსებას დაიცვასო. იოგი „ბილდთან“ საუბრისას ასე აცხადებს: „დრო, როდესაც მიუნხენელებს დორტმუნდიდან ფეხბურთელი უბრალოდ ადვილად გადაჰყავდათ, წარსულს ჩაბარდა. ახლა „ბორუსია“ არაფრით ჩამოუვარდება „ბავარიას“. რაც შეეხება მარიო გიოტცეს, ის მომავალში რომელიმე ევროპული გრანდის ღირსებას დაიცავს!“.

კვირის სენსაცია
ჰოლანდიის ნაკრებმა ევრო2012-ის შესარჩევ შეხვედრაში სან მარინოს არც მეტი, არც ნაკლები 11:0 სძლიეს, რაც, რასაკვირველია, რეკორდია! რად უნდა თქმა იმას, რომ ჰოლანდიის წარმატება არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ ასეთ სოლიდურ და დამაჯერებელ მოგებას მაინც არავინ ელოდა - ამ მატჩში პოკერი შეასრულა „არსენალის“ რობინ ვან პერსიმ.

კვირის შეთავაზება
მახაჩყალის „ანჟიმ“ მთელი საფეხბურთო სამყარო გააოცა - „პორტოს“ 25 წლის ბრაზილიელ ნახევარმცველ ჰალკში ისინი 87 მილიონ ევროს იხდიდნენ! რასაკვირველია, ჰალკი ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ 87 მილიონი - ნამდვილად მეტისმეტია.

გიორგი ფულარიანი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული