უეფამ ნომინანტები დაასახელა

AutoSharing Option
26 აგვისტოს მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება და ამ ცერემონიალზე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ინდივიდუალურ პრიზებსაც დაარიგებს.

უეფამ ყველა სათამაშო პოზიციაზე სამ-სამი საუკეთესოს სია დაასახელა. ლაურეატებიც ამ სამეულებიდან გამოვლინდებიან, ხოლო სრული თორმეტეულიდან ერთ-ერთს სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტული გადაეცემა.

ინდივიდუალური პრიზების მფლობელებს იმ 16 კლუბის მთავარი მწვრთნელი ავლენს, რომლებიც გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გავიდნენ. დამრიგებლები თითო ამპლუაში თითო საუკეთესოს ირჩევენ და ამასთან 2010 წლის ევროპული საკლუბო ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშეს ცალკე აძლევენ ხმას.

პრიზებს მონაკოს "გრიმალდი ფორუმში" გადასცემენ, ხოლო
კანდიდატთა სრული სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: ჟულიუ სეზარი (ინტერი), უგო ლიორისი (ლიონი), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა);

მცველები: ლუსიუ (ინტერი), მაიკონი (ინტერი), ჟერარდ პიკე (ბარსელონა);

ნახევარმცველები: ჩავი ერნანდესი (ბარსელონა), არიენ რობენი (ბაიერნი), უესლი სნეიდერი (ინტერი);

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა), დიეგო მილიტო (ინტერი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული