არგენტინელები ბრაზილიელებს ეწევიან

AutoSharing Option
ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებზე დაკვირვებამ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოავლიანა. მართალია, "ბებერი კონტინენტის" 5 წამყვან ლიგაში (ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) ლეგიონერთა რაოდენობის მხრივ კვლავაც ბრაზილიელები ლიდერობენ, მაგრამ თუკი ბოლო სეზონში ამ ქვეყნის წარმომადგენლებისა და არგენტინელი ლეგიონერების შეფარდება 139:120 იყო, ერთი წლით ადრე ბრაზილიელთა უპირატესობა 60 ფეხბურთელით განისაზღვრებოდა.
ინგლისის, ესპანეთის, გერმანიისა და იტალიის ლიგებში 106 ფრანგი ფეხბურთელი გამოდის. შვეიცარიის სუპერლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა სრული რაოდენობის 42,6% უცხოელები არიან, ხოლო ინგლისის პრემიერლიგაში ლეგიონერთა წილი სულაც 60%-ს შეადგენს.
საინტერესოა ასევე შიდასაკლუბო სტატისტიკაც: გასულ სეზონში
ლონდონის "არსენალში" ჯამური სათამაშო დროის 93,3% არაინგლისელ ფეხბურთელებს დაეთმო და ამ მაჩვენებლით "მეთოფეებმა" ევროპის საკლუბო ჩემპიონ "ინტერს" გაუსწრეს. საპირისპირო მაგალითის მოყვანაც შეიძლება: ბილბაოს "ატლეტიკში" არათუ ლეგიონერს, არამად არაბასკური წარმოშობის ფეხბურთელსაც კი არასდროს უთამაშია, თუ არ ჩავთვლით ბასკური წარმომავლობის ბრაზილიელ ბიურუნსა და წარმოშობით ასევე ბასკს, სახელგანთქმულ ფრანგ ლიზარაზუს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული