დაჭრილი მხეცის ამბავი

AutoSharing Option
შოტლანდიაში სეზონის პირველი "ოლდ ფირმ დერბი" გაიმართა: "რეინჯერსმა" "სელტიკს" უმასპინძლა.

სტუმართა მწვრთნელმა, ნილ ლენონმა იმთავითვე კარგად იცოდა, რომ "აიბროქსზე" "სამკვდრო-საციცოცხლო" ბრძოლა ელოდა და თავის ფეხბურთელებს აფრთხილებდა, იცოდეთ, "რეინჯერსი" დაჭრილი მხეცია და ჩვეულებრივზე გაცილებით საშიში გახლავთო.

რამ დაჭრა შოტლანდიის ჩემპიონი? ფინანსურმა კრიზისმა, ბანკში გაყინულმა ანგარიშებმა და მსგავსმა მოედანსმიღმა "იარაღმა", რის გამოც ბრიტანეთის ამ ქვეყანაში ბევრი გუნდის ფიასკოს ელოდა, მაგრამ ამ ბევრში ლენონი ნამდვილად არ შედიოდა. მან იცოდა, რომ ფინანსური პრობლემები ალი მაკოისტის შეგირდებს კი არ დაასუსტებდა, არამედ დამატებით ძალებს შთაბერავდა.

"გარწმუნებთ,
ეს კრიზისი ჩვენ არაფერში დაგვეხმარება, პირიქით, ის "სელტიკის" საწინააღმდეგო ეფექტს მოახდენს. დაჭრილი მხეცი ყოველთვის გაცილებით საშიშია. "აიბროქსზე" ათმაგი ენერგიითა და ძალ-ღონით უნდა ვიბრძოლოთ, თორემ ცუდად წაგვივა საქმე" - ამბობდა "სელტიკის" თავკაცი და ცამდე მართალი აღმოჩნდა. "რეინჯერსმა" გაიმარჯვა და ახლა ცხრილში მთავარ მეტოქეს 4 ქულით აღემატება.

ანგარიში მასპინძელთა მთავარმა ბომბარდირმა, სტივენ ნეისმითმა ლამაზი დარტყმით გახსნა, თუმცა გერი ჰუპერმა ოსტატურად გაქვითა და შემდეგ, როდესაც ბადრ ელ კადურმა ერთიც მიაყოლა, თითქოსდა "სელტიკისთვის" საიმედო ჰორიზონტი გამოიკვეთა, მაგრამ ნიკიცა იელავიჩმა და კაილი ლაფერტიმ შეხვედრა კვლავ "დაჭრილი მხეცის" სასარგებლოდ შემოატრიალეს, რასაც ორი ყვითლის გამო ჩარლი მალგრიუს გაძევება მოჰყვა და ათი კაცით დარჩენილ სტუმრებს ნეისმიტმა კიდევ ერთი გოლი დააყოლა.ეს გახლდათ ალი მაკოისტის პირველი გამარჯვება "ოლდ ფირმში".

შოტლანდია. VIII ტური
დანფერმლაინი-ჰიბერნიანი 2:2
გოლები: 0:1 სპროული (37), 0:2 ო’კონორი (51), 1:2 ტომსონი (53), 2:2 ჰენლონი (63 ს.კ.)

აბერდინი-კილმარნოკი 2:2
გოლები: 0:1 ჰეფერნანი (15), 0:2 შილზი (29), 1:2 კონსიდაინი (37), 2:2 მეივენი (53)

დანდი-ინვერნესი 3:1
გოლები: 1:0 ვალე (13), 1:1 როსი (16), 2:1 სუონსონი (44), 3:1 დეილი (71)

ჰართსი-სენტ მირენი 2:0
გოლები: 1:0 ჰემილი (43-პენ), 2:0 მეირი (70 ს.კ.)

მოზერუელი-სენტ ჯონსტონი 0:3
გოლები: 0:1 კლენსი (20), 0:2 სანდაზა (75), 0:3 კრეიგი (85)

რეინჯერსი-სელტიკი 4:2
გოლები: 1:0 ნეისმიტი (22), 1:1 ჰუპერი (34), 1:2 კადური (41), 2:2 იელავიჩი (55), 3:2 ლეფერტი (67), 4:2 ნეისმითი (90)
გაძევება: მალგრიუ (77-სელტიკი)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეინჯერსი 7 6 1 0 15-3 19
2. სელტიკი 7 5 0 2 16-6 15
3. მოზერუელი 8 4 1 3 9-12 13
4. ჰართსი 8 3 3 2 9-4 12
5. კილმარნოკი 7 2 4 1 11-8 10
6. სტ. ჯონსტონი 7 2 3 2 7-6 9
7. დანფერმლაინი 7 2 3 2 11-12 9
8. დანდი 8 2 3 3 10-13 9
9. სტ. მირენი 8 2 3 3 4-7 9
10. აბერდინი 8 1 3 4 4-10 6
11. ჰიბერნიანი 7 1 2 4 5-12 5
12. ინვერნესი 8 1 2 5 8-16 5

ბომბერდირები: 6 - ნეისმითი (რეინჯერსი); 5 - ჰეფერნანი (კილმარნოკი); 4 - ჰუპერი (სელტიკი), ო’კონორი (ჰიბერნიანი); 3 - იელავიჩი (რეინჯერსი), დეილი (დანდი), ფორესტი (სელტიკი), კი სუნგ-იენგი (სელტიკი), კირკი (დანფერმლაინი), მერფი (მოზერუელი), სანდაზა (სენტ ჯონსტონი), სტოკსი (სელტიკი); 2 - კერდლი (დანფერმლაინი), კრეიგი (სენტ ჯონსტონი), ჰიგდონი (მოზერუელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული