საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ექტორ კუპერმა ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი რაუნდი მოიგო - არგენტინელის "არისს" მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე გვატემალელმა კარლოს რუისმა მოუტანა გამარჯვება. "ელ პესკადიტოს" (ლიფსიტა) გოლი ერთადერთი აღმოჩნდა ვენის "აუსტრიასთან" მატჩში - 1:0. ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში, ავსტრიაში გადაწყდება.
გუტის ახალმა კლუბმა "ბეშიქთაშმა" 2:0 მოუგო ფინურ ჰიკ-ს და საპასუხო მატჩის წინ სოლიდური ფორა დაიბევა. "ინონუზე" თავი გერმანელმა ნახევარმცველმა რობერტო ჰილბერტმა და პორტუგალიელმა ახალწვეულმა რიკარდო კვარეშმამ გამოიჩინეს გოლებით.
არისი (საბერძნეთი)-აუსტრია (ავსტრია) 1:0
არისი: სიფაკისი, ნეტო, ორიოლი, რონალდო, მეჰდი ნაფტი, ტოხია
აუსტრია: ლინდნერი, მარგაიტერი, დრაგოვიჩი, შუტნერი, ჰინკა, კლაინი, ვორიშეკი, ლინდლი (71. ლეოვაჩი), ბაუმგარტინგერი, ლინცი (89. შუმახერი), იუნი (80. სტანკოვიჩი).
გოლი: 1:0 რუისი (93)
ბეშიქთაში (თურქეთი)-ჰიკ (ფინეთი) 2:0
ბეშიქთაში: გიონენი, კოიბაში, ეკრემი, ფერარი, ერნსტი, ზაპოტოჩნი, ჰილბერტი, გუტი, კვარეშმა (88. ნიჰათი), ტაბატა (70. უისალი), ბობო (83. ჰოლოშკო).
ჰიკ: ვალენი, კანსიკასი, მაგნუსონი, ოჯალა, ფაულერი, რაფინია, სორსა, ვესტიო (69. პარიკა), პელვასი (46. მაკელა), ბა, დე მატია.
გოლები: 1:0 ჰილბერტი (35), 2:0 კვარეშმა (66)