აი, რა განუცხადა კლუბის ექიმმა ასლა კიელსდენმა ნორვეგიულ გამოცემა ნრკ-ს: “მას გულის პრობლემები ადრეც აწუხებდა. მოედნის მიღმა ჩვენ დეფიბრილატორის გამოყენებაც
ნორვეგიისგან განსხვავებით ლეტალური შედეგით დასრულდა შემთხვევები პერუსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. “მონუმენტალზე” “ალიანს ლიმასა” და “უნივერსიტარიოს” შეხვედრის დროს ე.წ. ვიპლოჟის სტუმარი 30 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რადგან ტრაგედიის მიზეზი გახდა ის, რომ ლოჟაში სხვა გულშემატკივრები შეიჭრნენ და იქ მყოფებს თავს დაესხნენ.
21 წლის ტეაბ ავანა, ასაკის მიუხედავად 2 წელი იყო, რაც არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებში თამაშობდა. დიახ, თამაშობდა, რადგან ის კვირას, ქალაქებს ალ აინისა და აბუ დაბის შორის გზაზე ავტოავარიაში ჯერჯერობით გამოძიების მიერ დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა. ტეაბი ეროვნული გუნდის შეკრებიდან ტრავმის გამო გაათავისუფლეს. ამ დღეებში ის სამკურნალოდ წასვლას გერმანიაში გეგმავდა. ავანა სამშობლოში ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ ფეხბურთელად მიიჩნეოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"