ჰიტცფელდი არ გადადგება

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი თანამდებობის თავისი ნებით დატოვებას კატეგორიულად გამორიცხავს.

"შვეიცარიის საფეხბურთო კავშირი აბსოლუტურ ნდობას მიცხადებს. კონტრაქტი ნამდვილად არ გამიფორმებია იმის გამო, რომ ახლა გავწყვიტო. შვეიცარიის ნაკრებში მუშაობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოვიპოვეთ, გადადგომას არ ვაპირებ," - უთხრა ჰიტცფელდმა გერმანულ ტელეარხ ZDF-ს.

შეგახსენებთ, რომ "გენერალმა" შვეიცარიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2014 წლამდე გააგრძელა. მის გუნდს უელსში განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ
ევრო 2012-ზე მოხვედრის შანსი აღარ აქვს. ოტმარის აზრით, ამ წარუმატებლობის მიზეზი თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული