ლორან ბლანი ორი წლით

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ საფრანგეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი "ბორდოს" ყოფილი დამრიგებელი, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი ლორან
ბლანი იქნება. ოფიციალური წარდგენა 2 ივლისისთვისაა დანიშნული. გუნდი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე თავი მოიჭრა "ბორდოს" ყოფილ დამრიგებელს 2 წლით ჩააბარესო, იტყობინება "ეკიპი". თუმცა რამდენი დარჩება ამ გუნდიდან, ძნელი სათქმელია. ის კი ფაქტია, რომ ბლანს დამატებითი ტვირთის ზიდვაც მოუწევს - საფრანგეთის ნაკრებმა ახლა მარტო სპორტული შედეგები კი არ უნდა გააუჯობესოს, მორალურადაც უნდა დაიწმინდოს. ამის იმედი აქვს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასაც და ნაკრების ქომაგებსაც, რომელთაც ცოტა ხნის წინ სერიოზული
შოკი გადაიტანეს. შეძლებს თუ არა ბლანი ამ იმედების გამართლებას, მომავალი გვიჩვენებს.
44 წლის სპეციალისტის უახლოესი ამოცანაა, წარმატება შესარჩევ ციკლში და ხელშესახები პროგრესი ევრო 2012-ის ფინალურ ეტაპზე. ბლანის დებიუტი შედგება 11 აგვისტოს, როცა საფრანგეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩში ნორვეგიის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული