ჟორდანიამ აისათი დაიქირავა

AutoSharing Option
ჰოლანდიური "ვიტესის" შეძენის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია არნემული გუნდის გაძლიერებას განაგრძობს. ინტერნეტგამოცემა Gოალ-ის ცნობით, "ვიტესს" ამსტერდამის "აიაქსის" ნახევარმცველი ისმაილ აისათი შეუერთდა.

აისათი წარმოშობით მაროკოელია, მაგრამ ჰოლანდიაში დაიბადა და 2006 წელს ამ ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონიც გახდა. შემდგომში აისათის მაროკოს ფეხბურთის ფედერაციიამ ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრობა შესთავაზა და წესით, ფეხბურთელს დებიუტი ჯერ კიდევ შარშან, 11 თებერვალს ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ისმაილმა მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ "აიაქსის" შემადგენლობაშიც იშვიათად ჩნდებოდა.

22
წლის შუახაზელი 2010/11 წლების სეზონს "ვიტესში" იჯარის წესით გაატარებს, მომავალ ზაფხულში კი ჟორდანიას კლუბს მისი საბოლოო გამოსყიდვის უფლება ექნება.

აქვე დავამატებთ, რომ აისათის გზას "აიაქსის" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაადგა - ჰოლანდიური პრესა სერბეთის ნაკრების ფორვარდ მირალემ სულეიმანის ასევე "ვიტესს" უკავშირებს...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული