"ჩემთან არავის დაურეკავს. განვიხილავ თუ არა ნაკრების სათავეში დაბრუნების წინადადებას? ჯერჯერობით მეტისმეტად ნაადრევია ამაზე საუბარი. ნაკრებში არავინ მეძახის და რა პასუხს ელით ჩემგან? როცა დამიძახებენ, აი, მაშინ ვილაპარაკოთ", - უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა გულწრფელად გაკვირვებული იყოო, წერს "ბლიკის" კორესპონდენტი.
ამასობაში, უკრაინის ნაკრების დამრიგებლად დროებით დანიშნული იური კალიტვინცევი საქმეს ენერგიულად შეუდგა. მისი ინიციატივით, ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბს უახლოეს დღეებში კიევის "დინამო-2"-ის დამრიგებელი გენადი ლიტოვჩენკო და მისი ასისტენტი სერგეი რებროვი შეავსებენ.
ორივე