ერთ დოლარად ნაყიდი მსოფლიოს 7 ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლება

AutoSharing Option
ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და კონკაკაფის პრეზიდენტმა ჯეკ უორნერმა აღიარა, რომ 1998 წელს მსოფლიოს შვიდი ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლება ერთ დოლარად იყიდა.

უორნერის თქმით, რომელმაც კონკაკაფის პრეზიდენტის პოსტი ზაფხულში კორუპციული სკანდალის გამო დატოვა, ასეთი "საჩუქარი" მას, ფიფას პრეზიდენტობის არჩევნებზე ზეპ ბლატერის კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მისცეს.

როგორც უორნერმა აღნიშნა, ფული, რომელიც მან ტრანსლაციების სხვებზე გადაყიდვის შედეგად მიიღო, მის სამშობლოში, ტრინიდადსა და ტობაგოში ფეხბურთის განვითარებას მოხმარდა.

მომზადებულია Supersport.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული