იაპონური მედია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციამ ნაკრების ამჟამინდელ დამრიგებელთან, იაპონელ ტაკეში ოკადასთან მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტის პირობები უკვე შეათანხმა.
იაპონიის ნაკრების ახალი მესაჭის გვარი ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება, კანდიდატთა სიაში კი პეკერმანის გარდა არიან ჰოლანდიელები მარკო ვან ბასტენი, რონალდ კუმანი და იაპონიის ჯეილიგაში მოასპარეზე "კაშიმა ანთლერზის" ბრაზილიელი მწვრთნელი ოსვალდუ ოლივეირა.