დროგბა სპილო აღარ არის

AutoSharing Option
"ჩელსის" ფორვარდმა დიდიე დროგბამ კოტ დივუარის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა. "სპილოების" ახალ დამრიგებელ ფრანსუა ზაუისთან შეხვედრისას 32 წლის ბომბარდირმა განაცხადა, ყურადღება კლუბზე გადამაქვს, დროებით ჩემი იმედი ნუ გექნებათო. თან დაამატა, არ ვიცი, როდის დავბრუნდებიო.

"დროგბას ლონდონში მართლაც შევხვდი. მითხრა, რომ გადაიღალა და ნაკრებიდან დროებით წასვლა სურს. დიდიე მსოფლიო დონის ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს ნაკრებს ჰაერივით სჭირდება, მაგრამ მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.

ძალების აღდგენისთვის საჭირო დროს აუცილებლად მივცემთ და ვილოცებთ, რომ დაბრუნდეს", - თქვა "სპილოების" ახალმა თავკაცმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული