თუმცა რონალდომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ის საღამოს მარტო არგენტინელის ბენეფისი არ ყოფილიყო. "კიჭამ" თქვა, რომ უდიდეს იმედებს ამყარებს ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავ ნეიმარზე, რომელსაც ფენერც პუშკაშის სახელობის ჯილდო (წლის საუკეთესო გოლისთვის) გადაეცა.
35 წლის მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ციურიხში გამართულ დაჯილდოებაზე საპატიო სტუმარი იყო, დარწმუნებულია, რომ ნეიმარის ევროპაში გადმოსვლა გარდაუვალია და რომ მის შესაძლებლობებში ასი პროცენტითაა დარწმუნებული.
"ნეიმარი
ნეიმარი ცოტა ხნის წინ ბრაზილიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად და სამხრეთ ამრიკის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. ზაფხულში არ წყდებოდა საუბრები იმის შესახებ, რომ 19 წლის შემტევი ბრაზილიელი მადრიდის "რეალში" უნდა გადასულიყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი 2014 წლამდე გააგრძელა. ჩვენი ბრაზილიელი კოლეგები წერენ, "სანტოსს" ნეიმარის ახალი კონტრაქტი იმდენად ძვირი დაუჯდა, რომ ამ გარიგებას პელეს გუნდის ქალთა გუნდი და ფუტსალის გუნდი შეეწირაო.
თუმცა ფაქტია, რომ "სანტოსს" ნეიმარი ამადაც უღირდა. ბრაზილიაში ამომავალ ვარსკვლავზე უკვე ლოცულობენ და განსაკუთრებული მისიაც დააკისრეს - სწორედ ნეიმარი უნდა იყოს ის ფეხბურთელი, რომელიც 2014 წლის მუნდიალზე "სელესაოს" საკუთარი პუბლიკის წინაშე გააჩემპიონებს.
ამასთან, რონალდომ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ ნეიმარის პროგრესს მხოლოდ ევროპაში ტრანსფერი სრულყოფს: "კარიერის საუკეთესო წლები პრაქტიკულად მეც ევროპაში გავატარე. ვფიქრობ, რომ ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატისგან უკვე ყველაფერი მიიღო და ამაზე მეტს სამშობლოში ვეღარ მიიღებს. ასე რომ, დროა, ევროპაში გადავიდეს."
ნეიმარის გადაბირების საქმეში ფავორიტებად, რა თქმა უნდა, "რეალი" და "ბარსელონა" მიიჩნევიან. კითხვაზე, ამ ორიდან რომელ სუპერგრანდში გადასვლას ურჩევდა ნეიმარს, რონალდო ასე პასუხობს: "ჩემი აზრით, ჯობია მადრიდში გადავიდეს".
შეგახსენებთ, რომ თავად "ფენომენი" "ბარსაშიც" თამაშობდა და "რეალშიც".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
შურთ იასნია თან მაგრად და ვერ მალავენ
მესი გენიოსია ნეიმარი ერთი ტინგიცა ფეხბურთელი რომელიც ცირკში უნდა აჟანგლიორო:)