მწვრთნელთა დინასტიის გამგრძელებელი

AutoSharing Option
ბულგარეთის ჩემპიონ ლოვეჩის "ლიტექსს" სათავეში ახლო წარსულში ცნობილი ბულგარელი ფეხბურთელი ლიუბოსლავ პენევი ჩაუდგა. 44 წლის პენევი ამ თანამდებობაზე ანგელ ჩერვენკოვს შეცვლის, რომელიც "ლიტექსის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერგაყვანას შეეწირა.

ლიუბო პენევმა თავის დროზე ბულგარეთის ნაკრებში 62 მატჩი ჩაატარა და 13 გოლიც გაიტანა, ხოლო საკლუბო კარიერის უდიდესი ნაწილი ესპანეთში გაატარა. 1996 წელს მადრიდის "ატლეტიკოსთან" ერთად პენევმა დუბლი მიითვალა – ესპანეთის ჩემპიონატიც მოიგო და ქვეყნის "სამეფო თასიც" მოიპოვა. 1990-ში კი "ვალენსიასთან" ერთად ესპანეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება პენევის სამწვრთნელო გამოცდილებას, "ლიტექსამდე" სოფიის
ცსკა-ს ედგა სათავეში, საიდანაც კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო წამოვიდა.

ერთი საინტერესო დეტალიც: ლიუბო არის ძმისშვილი ცნობილი საფეხბურთო მწვრთნელის დიმიტარ პენევისა, რომელიც 6 წლის განმავლობაში ბულგარეთის ნაკრებს თავკაცობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული