"აიაქსის" დირექტორატი გადადგა

AutoSharing Option
"აიაქსის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, უახლოეს ხანებში კლუბის დირექტორთა საბჭო გადადგება, რათა ამჟამინდელი შემადგენლობის წევრთა შორის წარმოქმნილ კონფლიქტებს ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი. გაუგებრობები კი დირექტორებს შორის მას მერე დაიწყო, რაც ოთხმა მათგანმა - მარტინ ოლფესმა, პაულ რემერმა.

სტევენ ტენ ჰავემ და ედგარ დავიდსმა კრუიფის უკითხავად ტექნიკურად დირექტორად ლუის ვან გაალი დაამტკიცა. "მფრინავმა ჰოლანდიელმა" ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და ჯერ პირველ ინსტანციაში მოიგო პროცესი, 6 თებერვალს კი სააპელაციო წესითაც.

მიუხედავად გამარჯვებისა, კრუიფი დარწმუნებულია, რომ "აიაქსის" მომავლისთვის უკეთესი იქნება, თუკი აქციონერთა კრებაზე
ახალ დირექტორატს აირჩევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული