მანჩესტერული ფინალის ექო

AutoSharing Option
ორი წლის წინათ უეფას თასის ფინალს მანჩესტერმა უმასპინძლა. აწ უკვე აღარარსებული ტურნირის ბოლოსწინა გათამაშების გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს შოტლანდიური "რეინჯერსი" და რუსული "ზენიტი" დაუპირისპირდნენ.

ის მატჩი სანქტპეტერბურგელებმა 2:0 მოიგეს და თავისი საყვარელი გუნდის მარცხით გავეშებულმა გლაზგოელმა გულშემატკივრებმა მანჩესტერის ქუჩები ღაზას სექტორს დაამსგავსეს. რაც გზად შეხვდათ, ხომ დალეწეს და დაწვეს, მაგრამ არც ეს იკმარეს და მათ დასაშოშმინებლად გამოსულ პოლიციელებსაც საშინელი დღე აყარეს – ორმა ათეულმა ხულიგანმა ოფიცრები მიკ რეგანი და ჯონ გუდვინი ალყაში მოაქცია და სასტიკად სცემა. ქალაქის მაღაზიების ვიტრინებისა და "უპატრონოდ
მიტოვებული" ავტომობილებისგან მხოლოდ მოგონება დარჩა...

იმ არეულობაში "რეინჯერსის" ასობით ფანმა მიიღო მონაწილეობა, მანკუნიანურმა პოლიციამ კი მხოლოდ 12 მათგანის დაკავება შეძლო. მთელი ეს პერიოდი გამოძიება მიმდინარეობდა და საქმე სულ ახლახან დაიხურა – იმ დუჟინიდან 11 ვაი-გულშემატკივარს თავს ვირის აბანოში უკრავენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული