ცნობილი გახდა ისიც, რომ კომპანია Ticketus-ის მიერ “რეინჯერსისთვის” ნასესხები 24 მილიონი ფუნტი კლუბის ბუღალტერიაში დაფიქსირებული არ არის და შესაბამისად, სად დაიხარჯა ის, ჯერ უცნობია.
ამბავი, რომ კრეიგ უაიტმა აღნიშნული ფირმისგან სოლიდური თანხა ვალად აიღო, ცნობილი 1-ელ თებერვალს გახდა. უაიტი აცხადებდა, რომ კლუბი სესხის ნაწილს სეზონური აბონემენტების გაყიდვიდან მიღებული ფულით დააბრუნებდა.
“აშკარაა, რომ 24 მილიონი ფუნტი
24 მილიონის გარდა, ცალკე თემაა ერთი წლის განმავლობაში დაგროვილი 9-მილიონიანი საგადასახადო დავალიანება. აუდიტორები ჯერ ვერც ამ საკითხში გაერკვნენ ბოლომდე.
“ამ ეტაპზე შეუძლებელია ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ამ ფულიდან ნაწილი საკლუბო საჭიროებებისთვის დაიხარჯა, თუმცა გადასახადები გასტუმრებული არ არის. ვინ გადაწყვიტა საქმის ასე წარმართვა, ჯერ კიდევ გასარკვევი გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ფულის კლუბის დასაფინანსებლად გამოყენება კანონის დარღვევაა. ჩვენ “რეინჯერსის” ანგარიშებისა და საბუღალტრო ბალანსის აუდიტს ვატარებთ და მას 31 მარტამდე აუცილებლად დავასრულებთ, რაც კლუბს საშუალებას მისცემს ფიფას ლიცენზიის მოსაპოვებლად განაცხადი შეიტანოს.
გარანტია არ არსებობს, მაგრამ იმედს გამოვთქვამთ, რომ “რეინჯერსის” გაკოტრებულად გამოცხადების საქმე დღის წესრიგში არ დადგება”, - აცხადებს Duff and Phelps-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი პოლ კლარკი.
მოგეხსენებათ, გარდა აღნიშნული 33 მილიონისა, “რეინჯერსს” ვალად 49 მილიონიც აწევს, რომელიც გადაუხდელობის გამო, სავარაუდოდ, საურავების დარიცხვის შემდეგ 75 მილიონამდე უნდა იყოს გაზრდილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"