შოტლანდია როს მაკორმაკის გარეშე

AutoSharing Option
შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრეიგ ლევაინმა 29 თებერვალს სლოვენიასთან ამხანაგური მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

47 წლის სპეციალისტმა შეკრებაზე ორ დებიუტანტს უხმო. ესენი არიან "სელტიკის" 25 წლის ცენტრალური მცველი ჩარლი
მალგრიუ და "ბლეკპულის" ფეხბურთელი, ინგლისის ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი შემტევი ნახევარმცველი 20 წლის მეტ ფილიპსი.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ეროვნულ გუნდს "სანდერლენდის" კარის დარაჯი კრეიგ გორდონი, ვინც ტრავმის გამო შარშანდელი თებერვლიდან მოყოლებული ისვენებდა და სრულფასოვან ვარჯიშებს ერთი თვის წინღა დაუბრუნდა.

29 წლის გოლკიპერი ჯერჯერობით პრემიერლიგის მატჩის განაცხადშიც ვერ ხვდება, თუმცა ნაკრებში ხმობა
უფრო მის ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.

სამაგიეროდ, ისევ გუნდს მიღმა დარჩა 15 გოლით "ლიდსისა" და ჩემპიონშიპის საუკეთესო ბომბარდირი, 25 წლის როს მაკორმაკი, რის გამოც ის უკიდურესად იმედგაცრუებული დარჩა. როსს ლევაინი შარშანდელი მაისის მერე აღარ იწვევს.

შემადგენლობა მთლიანად ასე გამოიყურება:
მეკარეები: ალან მაკგრეგორი (რეინჯერსი), კრეიგ გორდონი (სანდერლენდი), მეტ ჯილკსი (ბლეკპული)
მცველები: ფილ ბერდსლი (სანდერლენდი), კრისტოფ ბერა (ვულვერჰემპტონი), გარი კოლდუელი (უიგანი), ალან ჰატონი (ასტონ ვილა), ჩარლი მალგრიუ (სელტიკი), გრანტ ჰენლი (ბლექბერნი), რასელ მარტინი (ნორვიჩი)
ნახევარმცველები: ჩარლი ადამი (ლივერპული), ბარი ბენანი (ასტონ ვილა), ჯეიმს ფორესტი, სკოტ ბრაუნი (ორივე სელტიკი), დონ კაუი (კარდიფი), გრემ დორანსი, ჯეიმს მორისონი (ვესტ ბრომვიჩი), ბარი რობსონი (მიდლსბრო), რობერტ სნოდგრასი (ლიდსი), მეტ ფილიპსი (ბლეკპული)
თავდამსხმელები: დევიდ გუდვილი (ბლექბერნი), კენი მილერი (კარდიფი), დენი მაკი (ქუინზ პარკი), კრეიგ-მაკეილ-სმიტი (ბრაიტონი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული