ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხალ ბილეკმა 29 თებერვალს ირლანდიასთან ამხანაგური მატჩისთვის შეკრებაზე 20 ფეხბურთელს უხმო, - იუწყება ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი.

შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: პეტრ ჩეხი (ჩელსი), იაროსლავ დრობნი (ჰამბურგი)
მცველები: ტეოდორ გებრსელასიე (სლოვანი), რომან ჰუბნიკი (ჰერტა), მიხალ კადლეცი (ლევერკუზენი), დანიელ პუდილი (ჩეზენა), იან რაონოხი (სივასპორი), ფრანტიშეკ რაიტორალი (ვიქტორია), ტომაშ სივოკი (ბეშიქთაში)
ნახევარმცველები: ტომაშ ჰიუბშმანი (შახტარი), პეტრ იირაჩეკი (ვოლფსბურგი), დანიელ კოლარი, მილან პეტრჟალა, ვაცლავ პილარჟი (ყველა ვიქტორია), იაროსლავ პლაშილი (ბორდო), იან რეზეკი (ანორთოსისი), ტომაშ როსიცკი (არსენალი)
თავდამსხმელები: მილან ბაროში
(გალათასარაი), დავიდ ლაფატა (იაბლონეცი), ტომაშ პეტკარტი (ნიურნბერგი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული