ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ორშაბათს ტიმო კონიტცკა გარდაიცვალა. შესაძლოა, მკითხველების უმრავლესობას ეს სახელი და გვარი არაფერს ეუბნება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კაცი გერმანული ფეხბურთის და ბუნდესლიგის ისტორიის ნაწილი გახლდათ - კონიტცკა იყო ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა.

ეს 1963 წლის 24 აგვისტოს, ბუნდესლიგის პირველ ტურში, "ვერდერისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" მატჩში მოხდა: ტიმოს 58 წამი ეყო იმისთვის, რომ "ვერდერის" კარი დაელაშქრა, თუმცა დორტმუნდელებმა ის თამაში მაინც წააგეს (2:3).

კონიტცკა ორშაბათს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა - მან სიცოცხლე სევდიანი, ლეგიტიმური თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან ცხოვრება
ჯოჯოხეთად ექცა და ავადმყოფობას ვეღარ უძლებდა.

მან მიმართა შვეიცარიაში არსებულ ორგანიზაციას, რომელიც უკიდურესად გაუსაძლისი ავადმყოფობით დატანჯულ ადამიანებს მათივე თანხმობით გარდაცვალებაში ეხმარება.

შვეიცარიაში ეს დასაშვებია და რაკი ტიმო 1988 წლის შემდეგ შვეიცარიის მოქალაქე იყო, ამის უფლება ჰქონდა. მან დაწერა განცხადება, ორშაბათს ე.წ. საწამლავის კოქტეილი დალია და საღამოს გარდაიცვალა.

კონიტცკას ნაღვლის ბუშტის კიბო ჰქონდა. ეს დაავადება თებერვალში აღმოუჩინეს და ფაქტი იყო, რომ დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა. გაუსაძლისმა ტკივილებმა კი ასეთი ნაბიჯის გადადგმა გადააწყვეტინა.

"მინდა, ორგანიზაცია "ექსიტს" უდიდესი მადლობა გადავუხადო. კარგია, რომ ასეთი ორგანიზაცია არსებობს და რაკი შვეიცარიის მოქალაქე ვარ, უფლება მაქვს, ამ მომსახურებით ვისარგებლო. უკანასკნელ ორ დღეს შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად გავატარებ, რამდენიმე კათხა ლუდსაც დავლევ," - წერია ტიმოს გამოსათხოვარ წერილში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული