ამ მიზნით ის გლაზგოს უკვე ეწვია, დაათვალიერა "აიბროქსი", სავარჯიშო ცენტრი "მიურეი პარკი" და კლუბის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი გამართა. მან ალი მაკოისტს განუცხადა, რომ შესაძლოა, ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქაროს. კენედის ვიზიტს გულშემატკივრები დიდ იმედებს მაინცდამაინც არ უკავშირებდნენ, რადგან ბიზნესმენი თავდაპირველად აცხადებდა, თუკი სხვა
"დეილი რეკორდის" მტკიცებით, დროთა განმავლობაში ბიზნესმენმა პოზიცია შეიცვალა და კლუბით სერიოზულად დაინტერესდა. "დიახ, მისტერ ბრაიანმა დაათვალიერა საკლუბო ინფრასტრუქტურა, თუმცა მოლაპარაკება ხანგრძლივი პროცესია და რაიმე კონკრეტულ გეგმებზე ლაპარაკი ამ ეტაპზე შეუძლებელია," - აცხადებს კენედის პირადი პრესსპიკერი.
გამოცემა იმასაც ამბობს, რომ ბრაიან კენედის მიჩნევა "რეინჯერსის" შეძენის უმთავრეს პრეტენტენტად შეცდომა იქნებოდა. კლუბის ყოფილი მფლობელის, პოლ მიურეისა და მის უკან მდგომი ბიზნესმენების მიერ ჩამოყალიბებულ კონსორციუმ "ცისფერ რაინდებს" ჯერჯერობით ყველაზე მყარი პოზიცია უკავია.
ლაპარაკია ასევე ამერიკულ კაპიტალზე, რომელიც მიმდინარე სეზონის დაწყებამდე "შეფილდ უენსდის" შეძენას გეგმავდა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა. "დაფ ენდ ფელპსის" ადმინისტრატორების თქმით, მათ კიდევ ერთი პოტენციური მყიდველი დაუკავშირდა, რომელიც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელას არ გეგმავს, რადგან ბრძოლაში ჩაბმა საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერჯერობით არ აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"