ისტორიულად იყო სხვაობა ეთნიკური თვალსაზრისითაც. "რეინჯერსი" პრესვიტერიანელებმა დააარსეს და შესაბამისად, ის თავიდანვე პროტესტანტების კლუბად მიიჩნეოდა. "სელტიკს" კი საფუძველი ირლანდიელმა კათოლიკეებმა ჩაუყარეს და "კელტებს" ამიტომ აიგივებდნენ ამ ერის წარმომადგენლებთან.
ქიშპობის ისტორია
პირველად ჩხუბი გლაზგოელთა ფანებს შორის შოტლანდიის თასის ფინალზე 1909 წელს მოხდა. "ოლდ ფირმ დერბის" პირველი მსხვერპლი 1931 წელს ჰქონდა, როცა "რეინჯერსის"
შოტლანდიის თასის ფინალში იმ დღეს "სელტიკმა" მოიგო 1:0. "სელტიკი" აძლევდა თავის თავს უფლებას შემადგენლობაში პროტესტანტები ჰყოლოდა. ამ ტრადიციას "რეინჯერსმა" 1989 წელს უგანა, როცა "კელტების" ყოფილი ვარსკვლავი მო ჯონსტონი გადაიბირა. ამ ფაქტმა ფანები იმდენად აღაშფოთა, რომ "აიბროქსის" სეზონური აბონემენტები დაწვეს.
აი, ასეთი წინაისტორია ჰქონდა კვირის თამაშს. ბოლო თვეების ამბებზე "რეინჯერსის" გაჭირვებასა და ამით "პროტესტანტების" დასუსტებაზე კი ამჯერად არაფერს დავწერთ. ამ ყველაფერმა ისინი შეიძლება კიდევ უფრო შეკრა. მაშ ასე... 2012 წლის 25 მარტი. "აიბროქსი".
ძალიან ბევრი წითელი
რეინჯერსი-სელტიკი 3:2
რეინჯერსი: მაკგრეგორი, გოიანი, პაპაჩი, უოლასი (77. კერკარი), უიტაკერი, ბოკანეგრა, მაკალოხი, ედუ, დევისი, მაკეიბი (60. ლაფერტი), ალუკო (71. ლიტლი),
სელტიკი: ფორსტერი, დუ რი ჩა, მალგრიუ, როგნი, მეტიუსი, ბრაუნი, ლედლი (90. ჰუპერი), კი სუნ იუნი (70. კომონსი), ვანიამა, სამარასი, სტოუკსი (32. ისაგირე)
გოლები: 1:0 ალუკო (11), 2:0 ლიტლი (72), 3:0 უოლასი (77), 3:1 ბრაუნი (89-პენ), 3:2 როგნი (90)
გაძევება: ბოკანეგრა (87) – დუ რი ჩა (28), ვანიამა (56)
"სელტიკი" შოტლანდიის ჩემპიონის 43-ე ტიტულს, როგორც მინიმუმ, შემდეგ ტურამდე ვერ გაინაღდებს. ნილ ლენონის გუნდმა უმძიმეს ბრძოლაში პრინციპულ მეტოქესთან 3:2 დათმო. ზოგადად ფეხბურთის "წესი" ასეთია.
მთავარი მსაჯი უფრო მეტ ყვითელ ბარათს არიგებს, ვიდრე წითელს. ამჯერად გამონაკლისის სახით კალუმ მიურეიმ 3 წითელი და 1 ყვითელი ბარათი უჩვენა, რის გამოც "კათოლიკეთა" დამრიგებლის მრისხანება დაიმსახურა. თუკი მატჩის მიმოხილვა ნახეთ, შეკითხვა, თუ რატომ გააძევეს დუ რი ჩა, თქვენც გაგიჩნდებოდათ.
სწორედ ეს კითხვა დაუსვა მსაჯს ლენონმა, რისთვისაც მიურეიმ ისიც გააძევა. ჩრდილოირლანდიელი ტრიბუნებზე რომ ვერ მოკალათდებოდა, თავადაც მშვენივრად იცით.
ამიტომ მეორე ნახევარი მან პრესისთვის განკუთვნილ ოთახში გაატარა, საიდანაც ინსტრუქციებს ის მეკარეთა მწვრთნელ სტივი ვუდსს აძლევდა. მოკლედ, "აიბროქსზე" დიდი აბრაკადაბრა ხდებოდა. რაც ყველაზე მთავარია, გულშემატკივარს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ამ მხრივ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა.
გთავაზობთ ნილ ლენონის მატჩისშემდგომ კომენტარს: "ჩემი გაძევების შემდეგ დირექტორთა ლოჟაში ვაპირებდი ასვლას, მაგრამ მერე მითხრეს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს არ იქნებოდა საუკეთესო გადაწყვეტილება. როცა შეუძლებელია, ტრიბუნებზე თავი მშვიდად იგრძნო, ეს ძალიან ბევრისმეტყველია ამ ქვეყანაზე. მოედანზე კაცნაკლული დარჩენა ძალიან ძნელია, მით უფრო, როცა 2 კაცი გაკლია. "აიბროქსზე" ეს პირველად არ ხდება.
მოვდივართ აქ სათამაშოდ და ფეხბურთელებს დაუსაბუთებლად გვიძევებენ. "რეინჯერსს" გამარჯვებას ვულოცავ. ამისგან ჩვენ პრობლემას კი არ ვქმნით, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ 3 ქულის აღებაში მეტოქეს ხელი გარკვეულმა გარემოებებმა შეუწყო. პირველი გაძევება გაუგებარი იყო.
მეორეს კი ნამდვილად ვეთანხმები, რადგან ბურთისთვის ბრძოლა გაშლილი ფეხებით არ შეიძლება. ჩემი დისკვალიფიკაცია კიდევ საერთოდ სასაცილოა. ამას არანაირად არ ვიმსახურებდი. მიურეის მშვიდად განვუცხადე, რომ პირველ ტაიმში მისი მუშაობით უკმაყოფილო ვიყავი. ის, რომ მართალი ვარ, ჩემი ასისტენტიც დაგიდასტურებთ და კიდევ რამდენიმე სხვა ადამიანიც".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"