უეფა VS სელტიკი

AutoSharing Option
28 მარტს "სელტიკის" ვებ-გვერდზე კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უეფამ ის 25 ათასი ევროთი დააჯარიმა 15 დეკემბერს "ფრიულიზე" "უდინეზესთან" ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრისას (1:1) "გულშემატკივართა მხრიდან მიუღებელი საქციელის გამო".

აღნიშნულ მატჩზე გლაზგოელმა ფანებმა "სტადიონზე" პიროტექნიკა შეიტანეს და რაც მთავარია, თავად უეფასადმი მიძღვნილი ბანერი (იხილეთ ფოტო) გადმოკიდეს.

აღნიშნული შეურაცხყოფა ციურიხელმა ფუნქციონერებმა 3 ნოემბერს "რენთან" მატჩის დროს (3:1) ფანების მიერ "უცენზურო სიმღერების" დაგუგუნების გამო "სელტიკის" 15 ათასი ევროთი დაჯარიმების წყალობით "დაიმსახურეს".

უეფას დისციპლინური კოდექსი კი ღაღადებს, რომ კლუბები დაისჯებიან, თუკი მათი გულშემატკივრები
"არადანიშნულებისამებრ გამოიყენებენ პიროტექნიკას და სხვა საგნებს; ასევე გამოიყენებენ ჟესტებს, სიტყვებს, საგნებს და აზრის გამოხატვისთვის განკუთვნილ სხვა საშუალებებს, რაც სპორტულ ღონისძიებასთან იქნება შეუსაბამო. განსაკუთრებით, თუკი ის პოლიტიკური, აგრესიული ან პროვოკაციული ხასიათის იქნება".

შოტლანდიური პრესა უეფასგან ბევრად უფრო მძიმე სანქციას ელოდა, მაგრამ "კათოლიკები" გადარჩნენ. იტალიაში მავანმა შოტლანდიელმა გულშემატკივარმა ერთ-ერთ სტიუარდზეც კი გაიწია, თუმცა ჩხუბი თავად შოტლანდიელებმა აღკვეთეს. ამის მიუხედავად, "სელტიკმა" ამ ადამიანის ვინაობა გამოარკვია და მას ცხოვრების ბოლომდე აუკრძალა "სელტიკ პარკზე" დასწრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული