ეინდჰოვენი: ტიტონი, ჰათჩინსონი, ბუმა, მარსელო, პიტერსი, სტროოტმანი, ვაინალდუმი, ლაბიადი (75. ენგელაარი), ლენსი (80. მატავჟი), მერტენსი (86. დეპაი), ტოივონენი
ჰერაკლესი: პასვეერი, ბრიუკერსი, კუანსა, ვან დერ ლინდენი, ლოომსი, ევერტოომი (71. გოურიე), Dუარტე (66. ვოინოვიჩი), რინსტრა, დუგლასი (66. ბრუნსი), ევერტონი, არმენტეროსი
გოლები: 1:0 ტოივონენი (31), 2:0 მერტენსი (56), 3:0 ლენსი (63)
"ეინდჰოვენი" ჯერ კიდევ მატჩამდე სახელდებოდა ჰოლანდიის თასის მოპოვების უპირობო ფავორიტად.
პსვ-მ გულშემატკივარს მოლოდინი არ გაუცრუა. ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონატში უკვე ორჯერ შეხვდნენ. პირველ წრეში "ფილიპსის" არენაზე მასპინძლებმა იოლად იმარჯვეს (4:1), აი,
შეხვედრა პსვ-ს უპირატესობით დაიწყო. ალმელოელები თამაშის აწყობას კონტრშეტევებზე ცდილობდნენ, თუმცა ფილიპ კოკუს გუნდი მას ამის უფლებას არ აძლევდა, რადგან, პრაქტიკულად, მთელი მოედანი გადაკეტილი ჰქონდა. 31-ე წუთზე ზაკარია ლაბიადის ჩაწოდების შემდეგ ოლა ტოივონენმა რემკო პასვეერის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ამ შემთხვევაში მსაჯი შეცდა, რადგან კომბინაციის დაწყებისას შვედი თამაშგარეში იმყოფებოდა.
მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა ჟორჟინიო ვაინალდუმმა ახლო მანძილიდან ვერ შეძლო სხვაობის გაზრდა. 56-ე წუთზე დრის მერტენსმა ითამაშა თავდადებით, როცა თანაგუნდელის გრძელი პასი თავით (ბელგიელი 1,68 სმ-ია) გადაგზავნა პასვეერის კარში.
ამას ლამის მისი ჯანმრთელობა შეეწირა, რადგან მეკარეს ჰაერში შეეჯახა. 63-ე წუთზე ყველანაირ ინტრიგას წერტილი დაესვა. ჯერმეინ ლენსმა უსწრაფესი კონტრშეტევა მეკარის თავზე გადაგდებული ბურთით დაასრულა.
ფილიპსელებისთვის ეს პირველი ტიტული აღმოჩნდა 2009 წელს ჰოლანდიის სუპერთასზე გამარჯვების შემდეგ. პირველი გამარჯვება ჩაიწერა ანგარიშზე ფილიპ კოკუმაც. აი, რა თქვა მატჩის შემდეგ დამწყებმა სპეციალისტმა: "ჩემი გუნდით უაღრესად კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით იმით, რა სტილშიც მოვიგეთ შეხვედრა. მეორე ტაიმი საერთოდ უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ.
ამ ტიტულში უდიდესი ღვაწლი დაიდეს ფრედ რუტენმა და მისმა თანაშემწე ერიკ ტენ ჰაგმა და მინდა მათ მადლობა ვუთხრა ამისთვის. ხანგრძლივი ზეიმისთვის არ გვცალია. ხვალიდან "ვაალვაიკთან" მომდევნო შეხვედრაზე უნდა გადავერთოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"