ყველაზე დიდი შემოსავალი 2011 წელს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რეალის" ყოფილ ნახევარმცველ დევიდ ბექჰემს ჰქონდა - 46 მილიონი დოლარი.
აქ შედის როგორც ხელფასიდან, ისე სარეკლამო კონტრაქტებიდან მიღებული თანხებიც. ამ მაჩვენებლით ინგლისელმა სოლიდურად ჩამოიტოვა ახალგაზრდა კოლეგები კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი.
მიუხედავად იმისა, რომ რასისტული სკანდალების გამო იმიჯი სერიოზულად შეელახა, მაინც მოხვდა უმდიდრესთა შორის "ჩელსის" კაპიტანი ჯონ ტერი.
ოცეული ასე გამოიყურება:
2. კრიშტიანო რონალდო (რეალი. პორტუგალია) 42
3. ლიონელ მესი (ბარსელონა. არგენტინა) 39
4. უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) 24
5. კაკა (რეალი. ბრაზილია) 21
6. ჯონ ტერი (ჩელსი. ინგლისი) 18
7. იაია ტურე (მანჩესტერ სიტი. კოტ დ'ივუარი) 18
8. ფერნანდო ტორესი (ჩელსი. ესპანეთი) 17
9. ფრენკ ლემპარდი (ჩელსი. ინგლისი) 16
10. სტივენ ჯერარდი (ლივერპული. ინგლისი) 16
11. სამუელ ეტო'ო (ანჟი. კამერუნი) 15,7
12. ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი, ტოგო) 15,4
13. ფრანკ რიბერი (ბაიერნი. საფრანგეთი) 15.3
14. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი. არგენტინა) 15,3
15. დანი ალვეში (ბარსელონა. ბრაზილია) 15
16. კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი. არგენტინა) 14,9
17. ტიერი ანრი (რედ ბულსი. საფრანგეთი) 14,6
18. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი. შვედეთი) 14,5
19. ქარიმ ბენზემა (რეალი. საფრანგეთი) 14,3
20. დიდიე დროგბა (ჩელსი. კოტ დ'ივუარი) 14,2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"