გლაზგოს "რეინჯერსი" - გაუმჯობესებული წინადადება

AutoSharing Option
გლაზგოს "რეინჯერსის" გაყიდვას საშველი არა და არ დაადგა. კლუბის მმართველი კომპანია "დაფ ენდ ფელპსი" აცხადებს, რომ სურს, პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, მაგრამ საქმეს საამისო პირი ჯერ არ უჩანს.

ორიოდე კვირის წინ გაცნობეთ, რომ ინგლისელმა მულტიმილიონერმა, სარაგბო კლუბ "სეილ შარქსის" მესაკუთრე ბრაიან კენედიმ "პროტესტანტების" ადმინისტრატორებისგან პირველ წინადადებაზე უარი მიიღო.

კენედიმ მაშინ განაცხადა, ბრძოლას საბოლოოდ ჩამოვცილდიო, თუმცა ეტყობა აზარტში ჩავარდა და "თამაშს" გაუმჯობესებული წინადადებით დაუბრუნდა.

აი, რას ამბობს ის:

"დიახ, ვადასტურებ, ჩემი პირველი წინადადება მნიშვნელოვნად გავაუმჯობესე. ჩემი მიზანია, ვაიძულო კლუბის დროებითი
მმართველობა, საქმეს თავი დროზე მოაბას და ტენდერში გამარჯვებული, რაც შეიძლება სწრაფად გამოავლინოს.

ახლა ერთადერთი რამ დამრჩენია, "დაფ ენდ ფელპსისგან" პასუხს დაველოდო. იქამდე არ მოვისვენებ, ვიდრე "რეინჯერსი" საიმედო ხელში არ აღმოჩნდება"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული