ორიოდე კვირის წინ გაცნობეთ, რომ ინგლისელმა მულტიმილიონერმა, სარაგბო კლუბ "სეილ შარქსის" მესაკუთრე ბრაიან კენედიმ "პროტესტანტების" ადმინისტრატორებისგან პირველ წინადადებაზე უარი მიიღო.
კენედიმ მაშინ განაცხადა, ბრძოლას საბოლოოდ ჩამოვცილდიო, თუმცა ეტყობა აზარტში ჩავარდა და "თამაშს" გაუმჯობესებული წინადადებით დაუბრუნდა.
აი, რას ამბობს ის:
"დიახ, ვადასტურებ, ჩემი პირველი წინადადება მნიშვნელოვნად გავაუმჯობესე. ჩემი მიზანია, ვაიძულო კლუბის დროებითი
ახლა ერთადერთი რამ დამრჩენია, "დაფ ენდ ფელპსისგან" პასუხს დაველოდო. იქამდე არ მოვისვენებ, ვიდრე "რეინჯერსი" საიმედო ხელში არ აღმოჩნდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"