ჯონ ტერი 10 ყველაზე სულელური მიზეზით გაძევებულ ფეხბურთელთა სიაში მოხვდა

AutoSharing Option
პოპულარულმა საფეხბურთო საიტმა Goal.com-მა ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე სულელური გაძევება გაიხსენა.

ამ სიის შედგენის მიზეზი ლონდონის "ჩელსის" მცველის, ჯონ ტერის წითელი ბარათი გახდა, რომელიც მან 24 აპრილს, "ბარსელონასთან" (2:2) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის 37-ე წუთზე მიიღო. ტერი "ბარსელონას" ფეხბურთელ ალექსის სანჩესისთვის უკნიდან მუხლის ჩარტყმის გამო გააძევეს.

ქრონოლოგიურად დალაგებულ სიაში 10 გაძევება შევიდა.

სიაში პირველი დევიდ ბექჰემის გაძევებაა. ბექჰემმა მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე ინგლისი-არგენტინის მატჩში დიეგო სიმეონეს მოედანზე გაწოლილმა ფეხი ჩაარტყა.

სიაში მოხვდნენ ზინედინ ზიდანი (მოედნიდან გააძევეს მარკო მატერაცისთვის თავის
ჩარტყმის გამო მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში) და ასევე, პოლ სქოულზი, რომელიც 2008 წელს პეტერბურგის "ზენიტთან" უეფას სუპერთასის მატჩში მეტოქის კარში ბურთის ხელით დარტყმისთვის გააძევეს.

სიაში ორჯერ მოხვდა უეინ რუნი - 2005 წელს "ვილიარეალთან" მატჩში არბიტრისთვის ცინიკურად ტაშის დაკვრისთვის გაძევების გამო; ასევე, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მატჩში რიკარდო კარვალიოსთვის დაბიჯების გამო მიღებული წითელი ბარათისთვის.

ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა, სიაში მოხვდნენ ჯეიმი კარაგერი, რომელმაც 2002 წელს გულშემატკივრებს მონეტა ესროლა და ერთმანეთთან მოჩხუბარი "ნიუკასლის" ფეხბურთელები: ლი ბოიერი და კირონ დაიერი. ასევე, არიენ რობენი, რომელიც გატანილი გოლის გულშემატკივრებთან ერთად აღნიშვნისთვის მიაბრძანეს მოედნიდან და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც წითელი ბარათი მეტოქისთვის ლოყაში გალაწუნების გამო მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული