კარლოს ბოკანეგრა "რეინჯერსში" რჩება

AutoSharing Option
"რეინჯერსის" ამერიკელი ცენტრალური მცველი კარლოს ბოკანეგრა მომდევნო სეზონსაც "აიბროქსზე" გაატარებს.

მას ესმის, რომ კლუბთან დაკავშირებით საკმაოდ დელიკატური სიტუაციია შექმნილი, მაგრამ გადაწყვეტილება მან ყველაფრის გათვალისწინებით მიიღო.

32 წლის ფეხბურთელი იმედს გამოთქვამს, რომ კლუბის დროებითი ადმინისტრაცია "რეინჯერსის" მყიდველს დროულად მონახავს და ფეხბურთელებს მძიმე ტვირთს მხრებიდან ჩამოხსნის.

"ჩვენ ჯერ მიმდინარე სეზონი უნდა გადავაგოროთ და მერე ვიფიქროთ იმაზე, თუ რა იქნება მომავალში. სხვა ფეხბურთელებივით იმედი მაქვს, რომ კლუბის მყიდველი აუცილებლად გამოჩნდება.

მიყვარს აქაურობა და ვარჯიშებზე უზარმაზარ სიამოვნებას ვღებულობ, მაგრამ ის, რაც "რეინჯერსის" თავს ხდება,
შეუძლებელია, ჩემზეც არ მოქმედებდეს. ვფიქრობ, გუნდში დარჩენას ბევრი მოინდომებს მიუხედავად იმისა, რომ რთულ სიტუაციაში ჩავვარდით და იძულებულები ვართ, რომ სიტუაციის გარკვევას ვუცადოთ.

ისე არ გამიგოთ, რომ სხვების სახელით ვლაპარაკობდე. მესმის, რომ ფეხბურთელებს ცოტა დრო აქვთ იმისთვის, რომ ფული იშოვონ და დარჩენილი ცხოვრება უზრუნველად გაატარონ. აქ ყველა პროფესიონალია და გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდუალურად მიიღებს"
, - აცხადებს ფეხბურთელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული