ბელგიელის კონკურენტები მონპელიელები იუნეს ბელჰანდა და ოლივიე ჟირუ, ასევე, პარისენჟერმენელი ნენე იყვნენ.
ფეხბურთელმა ყველა ტურნირში ერთად 48 თამაში ჩაატარა, სადაც 19 გოლი და 25 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ფეხბურთელის გარდა, დასახელდა წლის საუკეთესო მწვრთნელიც. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ჯილდო "მონპელიეს" დამრიგებელ რენე ჟირარს ხვდა წილად.
ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გამოვლინდა ლიგა 1-ის წლის სიმბოლური ნაკრებიც: უგო ლორისი (ლიონი) - მატიე დებიუში (ლილი), ნიკოლა ნკულუ
ვან ბომელი პსვ-ში დაბრუნდა
ჰოლანდიური ფეხბურთის ვეტერანმა მარკ ვან ბომელმა ორშაბათს სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ "ეინდჰოვენთან" 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კლუბმა ვარსკვლავი იმ დღესვე წარუდგინა საზოგადოებას. "მე აქ იმიტომ დავბრუნდი, რათა ვითამაშო. ჯერ კიდევ ვგრძნობ იმდენ ძალას, რომ კლუბს ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო. ჩემი მიზანია, კლუბში ახალი ისტორია დავწერო," - აცხადებს ფეხბურთელი.
"ვან ბომელის დაბრუნება განსაკუთრებული მომენტია პსვ-ს ყველა გულშემატკივრისთვის. მან ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ აღმითქვა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ აუცილებლად დაგვიბრუნდებოდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ის სამწვრთნელო შტაბში დაიკავებს ადგილს," - თქვა პრეზენტაციისას კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა მარსელ ბრანდსმა.
შეგახსენებთ, რომ ვან ბომელი პსვ-ში 1999/2005 წლებშიც თამაშობდა და ამ დროში 4-ჯერ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი. ერედივიზიეს გარდა, ის "ბარსელონაში", "ბაიერნსა" და "მილანში" თამაშობდა და ყოველი მათგანის შემადგენლობაში მოახერხა ჩემპიონატის მოგება. ესპანეთი 2006-ში, გერმანია - 2008-სა და 2010-ში, იტალია - 2011-ში.
ბელგიას დროებითი თავი ჰყავს
"ფრანს ფუტბოლის" ცნობით, მარკ ვილმოტსი ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებლად დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ აქამდე პოსტი ჟორჟ ლიკენსს ეკავა, ვინც "ბრიუგესთან" გააფორმა ხელშეკრულება, ფედერაციამ კი ორი თანამდებობის შეთავსების უფლება არ მისცა.
ბელგიელებს უახლოეს დღეებში ჩერნოგორიისა და ინგლისის ნაკრებებთან მოუწევთ დაპირისპირება.
ვილმოტსი გუნდს სწორედ ამ მატჩებისთვის მოამზადებს. ბელგიური პრესის ცნობით, ივლისიდან მას ერიკ გერეტსი შეცვლის, ვინც ამჟამად მაროკოს დამრიგებლად მუშაობს, მაგრამ კონტრაქტის ვადა ეწურება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"