ასეთი რანგის მატჩის პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა არის არგუმენტები, რითაც შესაძლებელია კამათი და მსჯელობა...
ალექსანდრე ჩივაძე
- ლონდონის "ჩელსის" დისკვალიფიკაციის გამო აკლია წამყვანი ფეხბურთელები, ამავე მიზეზით დანაკარგი მიუნხენის "ბაიერნსაც" აქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ "ჩელსის" დანაკარგი უფრო დიდია.
გარდა ამისა, "ბაიერნი" შინ თამაშობს და ალბათ ფინალსაც მოიგებს. ზოგადად, ფინალის შედეგის წინასწარმეტყველება საკმაოდ ძნელია.
დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტორს, თუ ფსიქოლოგიურად უფრო რომელი გუნდი იქნება მზად გამარჯვებისთვის.
ასეთ თამაშებს
ფეხბურთი ისე ვითარდება, არ არის გამორიცხული, რომ ამ ფინალში თამაში საკუთარ თავზე ისეთმა ფეხბურთელებმაც აიღონ, ლიდერებად რომ არ ითვლებიან.
თენგიზ სულაქველიძე
- შედეგის გამოცნობა ძნელი კი არის, მაგრამ მე უფრო "ჩელსის" ვანიჭებ უპირატესობას. დროგბას თამადობით ლონდონელებს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ, რომ "ბაიერნის" დამარცხება მათთვის შეუძლებელი არ უნდა იყოს.
ისიც გასათვალისწინებელია, თუ როგორი მეტოქეები ჩამოიცილა "ჩელსიმ" ფინალამდე. კარგ სანახაობას ველი მიუხედავად იმისა, რომ ეს ფინალია.
ჩემი ვარაუდით, ორივე გუნდი აქტიური იქნება შეტევაში, "ჩამჯდარ" ფეხბურთს არც ერთი არ ითამაშებს.
ოთარ გაბელია
- ბავარიელები შინ თამაშობენ და ვფიქრობ, შანსები 60/40-ზეა მათ სასარგებლოდ. გამოცდილებას რაც შეეხება, აქაც მცირე უპირატესობა ალბათ "ბაიერნის" მხარეზეა.
გერმანული ხასიათიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რა თქმა უნდა, "ჩელსიც" ძალიან მონდომებული იქნება, მაგრამ გერმანული შეუპოვრობა მაინც სულ სხვა არის.
"ბაიერნი თუ ჩელსი?" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"