ბარემ აქვე გეტყვით, რომ სმიტმა ამ დღეებში გამოაცხადა, 23 წლის ალჟირელი მარცხენაფლანგელის სალიმ კერკარის დამატება მინდაო. კერკარი ფრანგულ "გინიონში" თამაშობდა და ახლა თავისუფალი აგენტია.
მარკო პაიშაო "ჰემილტონის" 25 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელია, რომელმაც სტუმრად, ედინბურგში "ჰიბერნიანს" გოლი გაუტანა და მე-9 წუთზე მოპოვებული უპირატესობა გაუქვითა. ცნობისათვის: ასე პაიშაომ თავს დაბადების დღის საჩუქარი უძღვნა - მეოთხედი საუკუნე აღსანიშნავი თარიღია რაც არ უნდა იყოს. და ყველაზე სასეიორო ის გახლდათ, რომ "ჰიბსმა" ანგარიში სწორედ იუბილარის შეცდომის წყალობით გახსნა. დიახ, ეს პაიშაომ გადააწოდა უკან პასი, რომელიც 27 წლის ფორვარდს დერეკ რიორდანს მიუვიდა და გოლიც გაიტანა.
"ჰართსმა" "ინვერნესთან" შეხვედრაში თავიდან გაუშვა, მაგრამ მერე მდგომარეობაც გამოასწორა და წინაც გავიდა - 3:1. "ჰართსის" მესამე გოლი კალუმ ელიოტმა გაიტანა, რომელიც ამ სეზონში შესანიშნავ ფორმაშია.
"სენტ ჯონსტონმა" "სენტ მირენთან" გამარჯვებით ბოლო ადგილს დააღწია თავი.
კვირას კი თავისი სამი ქულა მოიპოვა "სელტიკმაც". "რეინჯერსის" მთავარი კონკურენტიც, ამ ტურის მოდის შესაბამისად თავიდან ჩამორჩა "კილმარნოკს", შემდეგ კი დაეწია და გაუსწრო.
ჰიბერნიანი-ჰემილტონი 1:1
ინვერნესი-ჰართსი 1:3
მოზერუელი-აბერდინი 1:1
რეინჯერსი-დანდი 4:0
სენტ ჯონსტონი-სენტ მირენი 2:1
კილმარნოკი-სელტიკი 1:2