უდანაკარგო რეინჯერსი და სელტიკი

AutoSharing Option
კენი მილერის მიერ "დანდის" კარში გატანილმა ორმა გოლმა რამდენიმე დღით ადრე "მანჩესტერ იუნატედთან" ჩემპიონთა ლიგაში ნაბრძოლი "რეინჯერსი" სქოთთა პრემიერლიგაში სამი ქულით წასწია წინ. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ უოლტერ სმიტმა "დანდის" წინააღმდეგ სრულიად განსხვავებული ტაქტიკა აირჩია, რადგან იმ ტაქტიკით, რომელიც მან თავის უფროს მეგობარს სერ ალექს ფერგიუსონს დაუპირისპირა გოლის გატა შეუძლებელია. თუმცა, არა... ბევრი რამ მეტოქეზეც არის დამოკიდებული. აი, მაგალითად, "დანდის" ირლანდიელმა მარჯვენა მცველმა, 27 წლის შონ დილონმა მე-9 წუთზე ბურთი საკუთარ კარში შეაგდო და "რეინჯერსი" დააწინაურა. ამის შემდეგ იყო
ერთსაათიანი პაუზა (სუფთა საფეხბურთო დროს ვგიულისხმობთ) და მილერმა, რომელსაც ყოველ შეხვედრაში გოლი გააქვს ამ დღესაც თქვა თავისი სიტყვა – როგორც შემდეგ გაირკვა პირველი. შემდეგ, 24 წლის სტივენ ნეისმითმა თავური გაჰკრა ჩამოწოდებულ ბურთს და მესამე შეაგდო, ბოლოს კი კვლავ მილერმა დასვა წერტილი.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ სმიტმა ამ დღეებში გამოაცხადა, 23 წლის ალჟირელი მარცხენაფლანგელის სალიმ კერკარის დამატება მინდაო. კერკარი ფრანგულ "გინიონში" თამაშობდა და ახლა თავისუფალი აგენტია.

მარკო პაიშაო "ჰემილტონის" 25 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელია, რომელმაც სტუმრად, ედინბურგში "ჰიბერნიანს" გოლი გაუტანა და მე-9 წუთზე მოპოვებული უპირატესობა გაუქვითა. ცნობისათვის: ასე პაიშაომ თავს დაბადების დღის საჩუქარი უძღვნა - მეოთხედი საუკუნე აღსანიშნავი თარიღია რაც არ უნდა იყოს. და ყველაზე სასეიორო ის გახლდათ, რომ "ჰიბსმა" ანგარიში სწორედ იუბილარის შეცდომის წყალობით გახსნა. დიახ, ეს პაიშაომ გადააწოდა უკან პასი, რომელიც 27 წლის ფორვარდს დერეკ რიორდანს მიუვიდა და გოლიც გაიტანა.

"ჰართსმა" "ინვერნესთან" შეხვედრაში თავიდან გაუშვა, მაგრამ მერე მდგომარეობაც გამოასწორა და წინაც გავიდა - 3:1. "ჰართსის" მესამე გოლი კალუმ ელიოტმა გაიტანა, რომელიც ამ სეზონში შესანიშნავ ფორმაშია.

"სენტ ჯონსტონმა" "სენტ მირენთან" გამარჯვებით ბოლო ადგილს დააღწია თავი.

კვირას კი თავისი სამი ქულა მოიპოვა "სელტიკმაც". "რეინჯერსის" მთავარი კონკურენტიც, ამ ტურის მოდის შესაბამისად თავიდან ჩამორჩა "კილმარნოკს", შემდეგ კი დაეწია და გაუსწრო.

ჰიბერნიანი-ჰემილტონი 1:1
ინვერნესი-ჰართსი 1:3
მოზერუელი-აბერდინი 1:1
რეინჯერსი-დანდი 4:0
სენტ ჯონსტონი-სენტ მირენი 2:1
კილმარნოკი-სელტიკი 1:2

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული