ავტორი ნათელს ჰფენს იმ ფინანსურ სქემებს, რომელთაც 2001-დან 2010-მდე "რეინჯერსის" ხელმძღვანელობა იყენებდა. ამ სქემაში ჩართულები იყვნენ არამხოლოდ გლაზგოური გრანდის, არამედ შოტლანდიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც. მათ შორის ამჟამინდელი პრეზიდენტი კემპბელ ოგილვი.
უკანონო საქმიანობის შედეგად ყველაზე მეტი ფინანსური სარგებელი კლუბის ყოფილმა მფლობელმა სერ დევიდ მიურეიმ ნახა. მას ეკუთვნოდა კომპანია "მიურეი გრუპი" და ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული შვილობილი კომპანიები "მიურეი გრუპ რემუნერეიშეინ
9 წლის განმავლობაში მსგავსი საქმიანობის წარმოებით მიღებული შემოსავალი 85 ადამიანს, მათ შორის კლუბის თანამშრომლებს, სამწვრნელო შტაბის წევრებსა და ფეხბურთელებს ხვდათ წილად.
სერ დევიდ მიურეის არაერთხელ უარუყვია სატრასტო ფონდებთან თანამშრომლობის პრაქტიკა, მაგრამ ჟურნალისტების მიერ მოძიებული დოკუმენტაცია და ფაქტები აშკარას ხდის, რომ ის ნამდვილად იტყუებოდა.
გახმაურდა კიდევ ერთი სკანდალური ფაქტი: "რეინჯერსმა" 2001 წელს გრემ სუნესს 30 ათასი ფუნტი გადაუხადა და რამდენიმე კვირაში "ბლექბერნის" თავკაცმა "პროტესტანტებისგან" თურქი ნახევარმცველი თუგაი ქერიმოღლუ შეიძინა.
როგორც ფილმიდან ჩანს, თავის დროზე ქერიმოღლუს ტრანსფერით საგადასახადო სამსახურებიც დაინტერესდნენ, საქმეც აღიძრა, მაგრამ გამოძიებამ "რეინჯერსს" ვერაფერიც ვერ დაუმტკიცა. მათ შორის, ვისაც დამატებითი ანაზღაურება მიუღია, არიან "რეინჯერსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელები ალექს მაკლიში და პოლ ლე გენი, ასევე ფეხბურთელები ბარი ფერგიუსონი და რონალდ ვატერეუსი.
კლუბისგან სერიოზული "შავი თანხები" მიიღეს სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარე ჯონ მაკლელანდმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ ბეინმა.
ზემოთაც ვთქვით, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი იყო სიაში შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის ამჟამინდელი პრეზიდენტის კემპბელ ოგილვის მოხვედრა. მას კლუბისგან 100 ათასი ფუნტი აქვს ამ გზით ნაშოვნი. ის თავის დროზე "რეინჯერსის" აღმასრულებელი დირექტორი იყო.
შოტლანდიური პრესა დღე-დღეზე ელოდება ასოციაციის პირველი პირის განცხადებას გადადგომის შესახებ.
ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ზემოთ ხსენებული დოკუმენტური ფილმი ეთერში გავიდოდა, შოტლანდიის ფეხბურთის ლიგამ გამოძიება დაიწყო "რეინჯერსის" უკანონო ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით და კლუბს ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა დაავალა.
უკვე თვე-ნახევარზე მეტი გავიდა, მაგრამ "რეინჯერსს" არაფერიც არ წარმოუდგენია. ლიგის წარმომადგენელთა თქმით, თუკი კლუბი მომავალშიც არ შეასრულებს მითითებებს, მას ჯერ არნახული სანქციებით დასჯიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"