ხორვატები ლონდონის "ტოტენჰემს" ტოვებენ

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივში" ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის სლავენ ბილიჩის დანიშვნის შესახებ უკვე ვწერდით. ერთ-ერთი პირველი ვისი გადაბირებაც სპეციალისტმა მოინდომა თანამემამულე ვედრან ჩორლუკაა.

26 წლის მარჯვენა მცველი "ტოტენჰემში" ირიცხება, მაგრამ კაილ უოლკერთან კონკურენციას ვერ უძლებს და პრაქტიკულად არ თამაშობს. ამის გამო ის 2012 წლის იანვრიდან იჯარით "ლევერკუზენში" გადავიდა, მაგრამ "ფარმაცევტებმა" მისი კონტრაქტის გამოსყიდვა არ ისურვეს.

ფეხბურთელის კონტრაქტს ჩრდილოლონდონურ კლუბთან ვადა 2014 წლის ივნისში გასდის და ის 7 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ჩორლუკას გარდა მომავალ სეზონს ახალ გუნდში დაიწყებს "ტოტენჰემისა" და ხორვატიის ნაკრების
კიდევ ერთი ფეხბურთელი ნიკო კრანჩარიც. მისი გადაბირება კიევის "დინამოს" სურს. ის მზადაა, ლონდონელთა მიერ მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს.

რა დაჯდება ეს გარიგება, კონკრეტულად არ სახელდება, მაგრამ ჟურნალისტებს თუ ვერწმუნებით, "დინამოს" კვალიფიციური შუახაზელში მინიმუმ 7 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული