"რეინჯერსს" გაქრობა ემუქრება

AutoSharing Option
დიდი ბრიტანეთის სამეფო საგადასახადო და საბაჟო სამსახურმა "რეინჯერსის" მომავალ მესაკუთრე ჩარლზ გრინს უარი უთხრა ვალების ნებაყოფლობით დარეგულირებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ "პროტესტანტებს" უახლოეს მომავალში მოუწევთ მის წინაშე დაგროვილი დავალიანების ერთიანად გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბი ისევ შიდა მმართველობის ქვეშ დარჩება.

შეგახსენებთ, რომ "რეინჯერსის" მთლიანი ვალი 134 მილიონ ფუნტს აღწევს. 14 ივნისს "აიბროქსის" ოფისში კლუბის კრედიტორების საერთო კრება უნდა შედგეს. "რეინჯერსს" ყველაზე მსუყე თანხები საგადასახადო სამსახურისა და კომპანია "ტიკეტუსისა" მართებს.

პირველმა უარი თქვა ვალების გადახდის გადავადებაზე. თუკი "ტიკეტუსიც" ასე მოიქცევა, "რეინჯერსს" შოტლანდიის
პრემიერლიგის მომდევნო გათამაშებაში აღარ დაუშვებენ.

ჩარლზ გრინს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ კრედიტორები უზარმაზარი ტრადიციების გუნდს ბოლომდე არ გაწირავენ.

ყველაფერს წერტილი 18 ივნისისთვის უნდა დაესვას, რადგან ამ დღეს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებზე შესაბამისი ნებართვები უნდა გაიცეს და გათამაშების კალენდარი დადგინდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული