სილვენ ვილტორი ფეხბურთიდან წავიდა

AutoSharing Option
ვეტერანმა თავდამსხმელმა, 38 წლის სილვენ ვილტორმა ბოლო სეზონი "ნანტის" რიგებში გაატარა და 26 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

"იადონებმა" ლიგა 2-ში მე-9 ადგილი დაიკავეს. ორშაბათ საღამოს ვილტორმა ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. ფეხბურთელს ბრწყინვალე სანაკრებო კარიერა ჰქონდა, "მამლების" შემადგენლობაში მან 92 თამაში ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა. ის ევრო 2000-ის გამარჯვებულია.

სილვენს 4-ჯერ აქვს მოგებული ლიგა 1 - 1999 წელს "ბორდოში", 2005, 2006 და 2007 წლებში კი "ლიონის" შემადგენლობაში.

გარდა ამისა, ფეხბურთელმა ორჯერ, 2002 და 2004 წლებში, "არსენალთან" ერთად პრემიერლიგა მოიგო,
2002, 2003-ში ასოციაციის თასის მფლობელი გახდა, 2002 წელს ის ინგლისის სუპერთასსაც დაეუფლა.

არსენალი მონპელიეს შეუთანხმდა
"არსენალი" "მონპელიეს" საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის, ოლივიე ჟირუს ტრანსფერზე შეუთანხმდა. "მეთოფეები" მზად არიან, 25 წლის თავდამსხმელში 12,8 მილიონი ფუნტი (15,87 მილიონი ევრო) გადაიხადონ.

თუმცა ჩრდილოლონდონელებს ფეხბურთელის აგენტთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე არ ულაპარაკიათ და შესაბამისად, შემდგარ ტრანსფერზე ლაპარაკი ნაადრევი იქნება. ჟირუს შეძენა "ქუინზ პარკსა" და "ჩელსისაც" სურთ. "ფრანს ფუტბოლის" მტკიცებით, გარდა ზემოთ ხსენებული თანხისა, "არსენალი" მზადაა, საფრანგეთის ჩემპიონებს მარუან შამახიც დაუთმოს. ამგვარ გარიგებაზე თავად მაროკოელიც თანახმაა.

გრინი ქუინზ პარკში გადავიდა
"დეილი მეილის" ცნობით, ინგლისის ნაკრების 32 წლის მეკარე რობერტ გრინს "ვესტ ჰემთან" კონტრაქტი ამოეწურა, ახლის გაფორმებაზე უარი თქვა და მომდევნო 3 სეზონს "ქუინზ პარკში" გაატარებს. ახალ კლუბში ის კვირაში 50 ათას ფუნტს გამოიმუშავებს, რაც საგრძნობლად მეტია იმ ანაზღაურებაზე, რომელსაც ის "ჩაქუჩებში" ღებულობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული