დიდიე დეშამი მარსელიდან მიდის

AutoSharing Option
შარშანდელი სეზონის ჩაგდების შემდეგ (პროვანსელებმა ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავეს) ხშირად იწერებოდა, რომ "მარსელის" თავკაცი დიდიე დეშამი გუნდს დატოვებდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა ამას კატეგორიულად გამორიცხავდა.

"ეკიპის" ცნობით, მიუხედავად 2014 წლამდე მოქმედი კონტრაქტისა, 43 წლის სპეციალისტმა "ველოდრომიდან" აბარგება თავად გადაწყვიტა და ეს ინფორმაცია პრეზიდენტ ვენსან ლაბრუინს უკვე მიაწოდა.

გარდა იმისა, რომ დიდიეს გარემოს შეცვლა სურს, ამბობენ, რომ მას "მარსელის" მფლობელ მარგარიტა ლუი-დრეიფუსთან გაუფუჭდა ურთიერთობაო. პრესამ დეშამის სავარაუდო მემკვიდრეთა სია უკვე გამოაქვეყნა - ანტუან კომბუარე, ერიკ გერეტსი და ელი ბოპი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული