"მარსელი" ელი ბოპმა ჩაიბარა

AutoSharing Option
"მარსელის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის მთავარ მწვრთნელად 57 წლის ელი ბოპი დაინიშნა.

მხარეები 2-წლიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. 3 წლის წინ "ნანტიდან" წასვლის შემდეგ სპეციალისტი უმუშევარი გახლდათ. ის ლიგა 1-ში "სენტ ეტიენს", "ტულუზსა" და "ბორდოსაც" წვრთნიდა.

ჟირონდელებთან ერთად, 1999 წელს მან ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიგო.

"დიახ, ელი ბოპი ჩვენი ახალი დამრიგებელია. ახლა ის კრანს-მონტანში გაემგზავრება, სადაც ფეხბურთელები წინა კვირის მერე შეკრებაზე იმყოფებიან. საზოგადოების წინაშე მისი წარდგენა ოთხშაბათს, 11 ივლისს მოხდება," - განაცხადა "მარსელის" წარმომადგენელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული