"ოქროს ბურთი": ფავორიტი ისევ ლიონელ მესია, კრიშტიანო რონალდო კი მეორე აღარ არის

AutoSharing Option
ესპანურმა გაზეთმა "მარკამ" მკითხველები გამოკითხა, ვინ იმსახურებს 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს "ოქროს ბურთს".

"მარკამ" გამოკითხვაში სულ სამი ფეხბურთელი იყო ფავორიტებში: "ბარსელონას" არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი, "რეალის" კაპიტანი იკერ კასილიასი და "სამეფო კლუბის" პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდო.

გამოკითხვაში მონაწილეობა 115 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათი აზრით, "ოქროს ბურთის" მოპოვების მთავარი ფავორიტი მაინც მესია, მიუხედავად იმისა, რომ კასილიასმა და რონალდომ თავი კარგად წარმოაჩინეს ევრო 2012-ზე.

გამოკითხულთა 42,3% მიიჩნევს, რომ პრიზს ბარსელონელი იმსახურებს. შეგახსენებთ, რომ მესიმ ბოლო სეზონში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა -
73 გოლი გაიტანა, აქედან 50 ლა ლიგაში და 14 ჩემპიონთა ლიგაში.

მეორე ადგილზე გავიდა, არა რონალდო, არამედ კასილიასი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოთა შორის იყო. კასილიასმა ხმების 37,8% მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2012-ზე კასილიასი ჩემპიონი გახდა და სულ ერთი ბურთი გაუშვა.

რონალდომ ხმების 10,3% შეხვდა, რომელმაც ლა ლიგაში 46 გოლი გაიტანა. შემდეგ მოდიან: ანდრეს ინიესტა (5,4%), ჩავი (2,4%), ანდრეა პირლო (0,9%) და დიდიე დროგბა (0,9%).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მგონი სანამ ეს ბიჭი ასე თამაშობს არი არააქვს გამოკითხვის ჩატარებას!მიეცით ყველაფერი მას! ჯადოქარია
იმანო
09:31 15-07-2012
0
სანამ ამ დონეზე თამაშობს, ყველა ბურთი მისია, ოქრო იქნება ის თუ ბროლის...
tengo
15:12 07-07-2012
0

სიახლეები პოპულარული