დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს

AutoSharing Option
"პარიზიენის" მტკიცებით, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასა და დიდიე დეშამს შორის თანამშრომლობა შეიძლება მაინც შედგეს. თუკი ინფორმაციას ვენდობით, "მამლების" ახალი თავკაცის წარდგენა ამ დღეებში იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ლორან ბლანის გადადგომის შემდეგ 43 წლის სპეციალისტს უმთავრეს პრეტენდენტად მიიჩნევდნენ, მაგრამ ეროვნულ გუნდში მუშაობაზე თავიდან მან უარი თქვა.

"დიდიე ის მწვრთნელია, ვინც საფრანგეთს ყველაზე მეტად სჭირდება. მას სერიოზული, საქმიანი ადამიანის რეპუტაცია აქვს.

მართალია, "მარსელში" ბოლო სეზონი ჩაუვარდა, მაგრამ მას მერე დაისვენა და, წესით, ახალი გამოწვევისთვის მზად უნდა იყოს,"
- განუცხადა Goal.com-ს მიშელ იდალგომ, 79 წლის
მწვრთნელმა, ვინც საფრანგეთს 1984 წლის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული