ანდრეი შევჩენკო კიევის "დინამოში" რჩება

AutoSharing Option
იტალიური "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, კიევის "დინამოს" თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ გადაიფიქრა სათამაშოდ ამერიკულ MLS-ში გადასვლა და მშობლიურ კლუბთან ახალი, ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ფეხბურთელი ამერიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე წინადადება განიხილა, თუმცა ვერცერთმა ვერ მოხიბლა.

ამერიკიდან ის მილანში ჩაფრინდა, სადაც მას მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს. "დინამოს" სპორტული დირექტორის, რეზო ჭოხონელიძის თქმით, კლუბი მზადაა, ანდრეის კარიერის დასრულების შემდეგ კლუბშივე მოუნახოს სამსახური, თანაც, მისთვის სასურველ სფეროში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული