სკანდალი ფიფაში: ყოფილი პრეზიდენტი ჟოაო აველანჟი ქრთამს იღებდა

AutoSharing Option
ფიფამ საკუთარი ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი ჟოაო აველანჟი და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ექს-პრეზიდენტი რიკარდო ტეიშეირა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების ტელეტრანსლაციის უფლებების გაცემისთვის ქრთამის აღებაში დაადანაშაულა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების ტელეტრანსლაციის ხელსაყრელი კონტრაქტების სანაცვლოდ ისინი მარკეტინგული სააგენტო "International Sport and Leisure (ISL)"-ისგან ქრთამს იღებდნენ.

აღნიშნული სააგენტო 2001 წელს გაკოტრდა, მას შემდეგ, რაც 300 მილიონი დოლარი ვალი დაიდო.

ტეიშეირამ 1992-97 წლებში დაახლოებით 13 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო აველანჟმა 1997 წელს მილიონი დოლარი. საერთო ჯამში, 1992-2000 წლებში ორივე ჩინოვნიკმა უკანონოდ 15 მილიონამდე დოლარი მოიხვეჭა.

ჟოაო აველანჟი
ფიფას პრეზიდენტი 1974-98 წლებში იყო. 1998 წელს ის ფიფას საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. 1963-2011 წლებში აველანჟი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი იყო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჟოაოსგან არ ველოდი
jondo
13:47 12-07-2012
0
მე კი ველოდი. ვეტერანმა გულშემატკივრებმა გავიხსენოთ არგენტინა 78. გახსოვთ, პერუელებს 6:0 რომ მოუგეს არგენტინელებმა და ბრაზილიელები შინ გაისტუმრეს? ჟურნალისტებმა ერთი ამბავი ატეხეს მაშინ და აველანჟი კბილებიც იცავდა არგენტინელთა უმწიკვლობას. არადა, მერე გამოირკვა, რომ გენერალი ვიდელა ტერიტორიების ანექსიით დამუქრებია პერუელებს. აშკარად ჩანდა, რომ ფიფას დუმილის სანაცვლოდ აველანჟმა "ლუდის ფული" მოღუნა.
giorgi
17:26 12-07-2012
0

სიახლეები პოპულარული