დარენ ფლეტჩერი შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წავიდეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა გაკვრით მიანიშნა, რომ 28 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერი შესაძლოა ფეხბურთიდან წავიდეს.

მიზეზი წყლულოვანი კოლიტია, რაც ფეხბურთელს შარშანდელი დეკემბრის შემდეგ აწუხებს.

ექიმებმა ვერაფრით მოახერხეს დაავადების საბოლოოდ განკურნება. ფლეტჩერს ვარჯიში ჯერაც არ განუახლებია.

ცხადია, რომ ის სეზონის დასაწყისსაც დააკლდება.

"დიდ ფეხბურთში დაბრუნებამდე მას წინ კიდევ დიდი წინააღმდეგობები აქვს გადასალახი. რასაკვირველია, გული გვწყდება, რადგან დარენი ძალიან კარგი ბიჭია.

თუკი ის ვერ მოახერხებს კარიერის განახლებას, პირობას ვაძლევ,
რომ "იუნაიტედი" მას აუცილებლად დაასაქმებს,"
- ამბობს ფერგი.

იმისთვის, რომ ფლეტჩერს თავი კლუბისგან გარიყულად არ ეგრძნო, ფერგიუსონის ინიციატივით ის რამდენიმე თვეა, "იუნაიტედის" დუბლების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა და დღემდე ამ როლს ასრულებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული