რაიან გიგზი მწვრთნელობას გეგმავს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი, 38 წლის რაიან გიგზი აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას აპირებს.

უელსელი "ოლდ ტრეფორდზე" კიდევ ერთ სეზონს ჩაატარებს, რის შემდეგაც გადაწყვეტს, თუ რა გზას დაადგეს. თუკი მან თავის თავში კიდევ გამონახა ძალა, რომ ფეხბურთში დარჩეს, ბუნებრივია, კლუბთან ხელშეკრულებას კიდევ გააგრძელებს და თუ არა...

"სამწვრთნელო საქმეზე სულ უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ. გასული სეზონის შუაში უეფასგან A კატეგორიის ლიცენზია მივიღე. იქამდე, ვიდრე მწვრთნელობას შევუდგები, მინდა, რომ ამისთვის მაქსიმალური ცოდნა მივიღო და უკეთ მოვემზადო," - განუცხადა გიგზმა "დეილი მირორს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული